საქმისწარმოების წესი
ტელ: 2-61-42-52
ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი №64

საქმისწარმოების წესი

 
 
შპს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის “გარანტი” 
საქმისწარმოების  წესი

 
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1.1. შპს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის “გარანტი” ,,საქმისწარმოების წესი" განსაზღვრავს საქმისწარმოების ორგანიზებას, ადგენს ნორმატიულ დოკუმენტებზე, შემოსულ და გასულ კორესპონდენციებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობის წესს. 
1.2. ამ დოკუმენტით განსაზღვრული მუშაობის წესი სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის.
1.3. საქმისწარმოების წესის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ახორციელებს საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. 
1.4. კოლეჯის საქმეთა მმართველს ევალება:
ა) შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) დოკუმენტების გადაცემა ხელმძღვანელობისათვის და შემსრულებლებისათვის; 
გ) დოკუმენტების შესრულებაზე კონტროლი და ხელმძღვანელობისათვის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; 
დ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა; 
ე) გასული დოკუმენტების აღრიცხვა და დაგზავნა; 
ვ) ინფორმაციის გაცემა კოლეჯში შემოსულ დოკუმენტებზე, მისი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;
ზ) დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი; 
თ) შესრულებული დოკუმენტის ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;
კ) დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება და დაარქივება. 
 
მუხლი 2. დოკუმენტაციის სახეები 
2.1. საქმისწარმოება მიმდინარეობს შემდეგი სახის დოკუმენტაციაზე: 
ა) შემოსული დოკუმენტაცია; 
ბ) გასული დოკუმენტაცია; 
გ) ბრძანებები;
დ)ხელშეკრულებები;
ე) ოქმები.
 
მუხლი 3. შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და დაგზავნა 
3.1. კოლეჯში შემოსული დოკუმენტი რეგისტრირდება მიღებისთანავე სარეგისტრაციო ჟურნალში. კორესპონდენცია რეგისტრაციისთანავე გადაეცემა კუთვნილებისამებრ პასუხისმგებელ პირს შესარულებლად. 
3.2. შემოსული დოკუმენტაციისა და შემოსული განცხადებების აღრიცხვა.
შემოსული კორესპოდენცია აღირიცხება ,,შემოსული დოკუმენტაციების აღრიცხვის ჟურნალში“. ,,შემოსული დოკუმენტაციების აღრიცხვის ჟურნალში“ აღინიშნება: რიგითი ნომერი (1,2,3,4 და ა.შ), შემოსული კორესპოდენციის ნომერი და თარიღი, ადრესატი, მოკლე შინაარსი, ფურცელთა რაოდენობა,  შემსრულებლის ვინაობა, შემსრულებლის ხელისმოწერა. 
 
მუხლი 4. გასული კორესპონდენციების აღრიცხვა
4.1. კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილი დოკუმენტაცია - წერილები, განცხადებები, პასუხები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან მიღებულ დოკუმენტებზე და სხვა, აღირიცხება ,,გასული დოკუმენტაციების აღრიცხვის ჟურნალში“. ,,გასული დოკუმენტაციების აღრიცხვის ჟურნალში“ აღინიშნება: რიგითი ნომერი (1,2,3,4 და ა.შ), გასული კორესპოდენციის თარიღი და ნომერი, ადრესატი, მოკლე შინაარსი, ფურცელთა რაოდენობა, შემოსულ დოკუმენტაციის ნომერი და თარიღი (თუ დოკუმენტი წარმოადგენს შემოსული დოკუმენტაციის პასუხს), შემსრულებლის სახელი, გვარი და ხელმოწერა; 
 
მუხლი 5. დოკუმენტების აღრიცხვა, მოძრაობა და გაფორმება 
5.1. კანცელარიის დოკუმენტების აღრიცხვაზე, მოძრაობასა და შენახვაზე პასუხისმგებელია საქმეთა მმართველი. 
5.2. დაუშვებელია დოკუმენტის ხელახალი რეგისტრაცია და სხვა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება. 
5.3.  ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი ან მოქალაქის წერილი, რომელსაც მიიღებს კოლეჯის (ადმინისტრაცია) თანამშრომელი, აუცილებლად უნდა აღირიცხოს სარეგისტრაციო ჟურნალში სათანადო წესით.  
5.4. კოლეჯის დირექტორს კორესპონდენცია მიეწოდება საქმეთა მმართველის მეშვეობით. 
5.5. დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა ხორციელდება მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს.
5.6. კორესპონდენცია, რომელიც მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას, ადრესატს წარედგინება რეგისტრაციის შემდეგ დაუყოვნებლივ არაუგვიანეს მეორე დღისა; 
5.7. ხელმძღვანელის მიერ განხილული კორესპონდენცია სათანადო რეზოლუციით უბრუნდება კანცელარიას (საქმეთა მმართველს) და რეზოლუციის შესაბამისად გადაეცემა კორესპონდენციის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. 
5.8. დოკუმენტზე მუშაობის დამთავრებისას, პირველი გვერდის ქვედა მინდორზე ან, თუ ამის საშუალება არ არის, ცალკე ფურცელზე შემსრულებელი აკეთებს მოკლე ჩანაწერს დავალების შესრულების შედეგების შესახებ და წარუდგენს კანცელარიას (საქმეთა მმართველს) საქმეში ჩასაკერებლად. 
5.9. გაგზვნილი დოკუმენტის ასლი ინახება კანცელარიაში. 
 
მუხლი 6. ბრძანებების რეგისტრაცია
6.1. ბრძანების პროექტს ადგენს საქმეთამმართველი, რომელსაც წარუდგენს კოლეჯის დირექტორს. 
6.2. ბრძანება შინაარსის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: საკადრო ბრძანებები, ბრძანებები ძირითად საქმიანობაზე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ბრძანებები. 
6.3. ბრძანების ტექსტი იბეჭდება დადგენილი ფორმის ბლანკზე, რომლის უკანა მხარეს დაიტანება ვიზირება როგორც უშუალოდ შემსრულებლის, ასევე  ხელმძღვანელის მიერ. 
6.4. ბრძანების ამონაწერი.  
6.4.1. ბრძანების ამონაწერი არის ბრძანების ნაწილის ზუსტი გადმოცემა ამ წესით დადგენილი ბრძანების რეკვიზიტების დაცვისა და დირექტორის ხელმოწერის გარეშე.
6.4.2. ბრძანების ამონაწერი შეიცავს ბრძანების განკარგულებით ნაწილის ამონარიდს იმ პირთან მიმართებაში, რომელმაც მოითხოვა ამონაწერის გაცემა, ან ვის პირად საქმეში განსათავსებლადაც არის საჭირო. 
6.4.3. ბრძანების ამონაწერში მიეთითება იმ ბრძანების რეკვიზიტები, რომლის ამონარიდსაც წარმოადგენს იგი. ბრძანების ამონაწერი მოწმდება კოლეჯის ბეჭდით.
 
მუხლი 7. ხელშეკრულების აღრიცხვა 
7.1. ხელშეკრულებები აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში. 
7.2. თითოეულ ხელშეკრულებას ენიჭება ინდივიდუალური ნომერი, რომელიც შედგება ხელშეკრულების სახის ასობრივი აღნიშვნისაგან - ,,შ“-შრომითი ხელშეკრულებებისათვის, სასწავლო ხელშეკრულებებისათვის - ”ს” და სხვა სახის ხელშეკრულებისათვის, შემდგომ დაისმის კალენდარული წლის განმავლობაში რიგითი ნომერი. 
 
მუხლი 8. დოკუმენტების შედგენა, გაფორმება და გაგზავნა 
8.1. დოკუმენტების შედგენისა და გაფორმების დროს, დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: 
ა) სამსახურებრივი დოკუმენტის შინაარსი უნდა იყოს მოკლე, გასაგები, არგუმენტირებული, ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი; 
ბ) კოლეჯის დირექტორის ხელმოსაწერი დოკუმენტი ვიზირებული უნდა იყოს საქმეთა მმართველის მიერ, რომელმაც მოამზადა წერილის პროექტი და მითითებული იყოს იმ პირის გვარი და სახელი, რომელმაც დოკუმენტი მოამზადა. 
გ) გასაგზავნი დოკუმენტის ვიზირება ხდება დოკუმენტის ასლზე, განკარგვითი ხასიათის დოკუმენტებისა და სხვა შიდა დოკუმენტებისა ბოლო ფურცლის, ქვედა ნაწილში. მომზადებული და შეთანხმებული პროექტები საბოლოო გაფორმებისათვის ბარდება კანცელარიას (საქმეთა მმართველს). 
8.2. დასამტკიცებელ დოკუმენტს პირველ გვერდზე, მარჯვენა ზედა კუთხეში უკეთდება დამტკიცების გრიფი. თუ დოკუმენტი მტკიცდება განკარგვითი აქტით და დოკუმენტს ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი,  დამტკიცების გრიფი შედგება შემდეგი სიტყვებისაგან: "დამტკიცებულია", თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმომწერის ინიციალი, გვარი და თარიღი, განკარგვითი დოკუმენტის დასახელების, მისი ნომრისა და თარიღისაგან; 
8.3. ბლანკზე დასატანი ინფორმაცია მზადდება კოლეჯის დირექტორის მითითებით; 
8.4. ბრძანებაზე ნომრისა და თარიღის დასმის შემდეგ, სარეგისტრაციო ჟურნალში შეიტანება ინფორმაცია: ბრძანების თარიღი, სარეგისტრაციო ნომერი, შინაარსი, ფურცლების რაოდენობა, შემსრულებლის მონაცემები (სახელი გვარი) ხელმოწერ. 
8.5. კოლეჯში გამოცემული ყველა ბრძანება აღირიცხება ერთ სარეგისტრაციო ჟურნალში. 
8.6. ბრძანებების აღრიცხვა იწყება კალენდარული წლის დასაწყისში. ბრძანებები კანცელარიაში ინახება 3 წლის ვადით, რის შემდეგაც სათანადო წესით ბარდება არქივს. 
 
მუხლი 9. დავალებათა გაფორმება 
9.1.შემოსულ დოკუმენტებზე სტუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს რეზოლუციის სახით დავალებებს აძლევს კოლეჯის დირექტორი. 
9.2.ხელმოწერილი დავალება დოკუმენტებთან ერთად უბრუნდება კანცელარიას რეგისტრაციისათვის, გაფორმებისა და დაგზავნისათვის. ადრესატებს ეგზავნებათ შესაბამისი დოკუმენტების დამოწმებული ასლები. დედნები ინახება კანცელარიში; 
9.5.კოლეჯის დირექტორის ბრძანებების და მისი დავალებების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქმეთა მმართველი. 
9.6.მოქალაქეთა წერილებთან დაკავშირებით  დავალებებს ამავე წესით აფორმებს და აგზავნის საქმეთა მმართველი.
 
მუხლი 10. არქივი 
10.1. საარქივო დოკუმენტების დროული მიღების, მათი აღრიცხვის, დაცვის უზრუნველყოფის, მოწესრიგებისა და გამოყენების, მუდმივი აღრიცხვის, დაცვის უზრუნველყოფის, მოწესრიგებისა და გამოყენების, მუდმივი შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით დაწესებულებაში იქმნება არქივი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქმეთა მმართველი. 
10.2. არქივის მუშაობის ძირითადი მიზანია საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების აღრიცხვა, დაცვა, საჭიროებისამებრ გამოყენება.

ონლაინ რეგისტრატორი

ჩვენ გვყავს 31 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

სასარგებლო ბმულები

Facebook

საინტერესო ინფორმაცია

კოლეჯში შეღავათით სარგებლობენ:

  1. იძულებით გადაადგილებული პირები;
  2. სოციალურად დაუცველი პირები;
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები;
  4. ერთი ოჯახის წევრები.