შინაგანაწესი
ტელ: 2-61-42-52
ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი №64

შინაგანაწესი

 
 
შპს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გარანტი“
შინაგანაწესი

 

2012 
თბილისი
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
 
პროფესიული კოლეჯის შინაგანაწესი (შემდგომში ,,შინაგანაწესი“) არეგულირებს საზოგადოებრივ კოლეჯში დასაქმებული თანამშრომლების უფლება-მოვალეობებს,  აგრეთვე ადგენს და აწესრიგებს კოლეჯის ურთიერთობას პროფესიულ სტუდენტებთან, მათ უფლება-მოვალეობებს, არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობებს; აწესრიგებს დამსაქმებელსა (კოლეჯი) და დასაქმებულთა შორის შრომით ურთიერთობებს; შინაგანაწესით რეგულირდება კოლეჯის შიდა პერიმეტრზე დისციპლინის დაცვა, სამუშაო და სასწავლო დროის რაციონალური გამოყენება, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მაღალი ხარისხი და ეფექტიანობა; 
 
1.1 შპს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გარანტი“ (შემდგომში საზოგადოებრივი კოლეჯი) წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. 
1.2 საზოგადოებრივი კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის ფარგლებში მას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რაც მიმართული იქნება საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ დასახული მისიის, მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისაკენ. 
1.3 კოლეჯი, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი, დამოუკიდებლად ფლობს და განკარგავს საკუთარ ქონებას. 
 
მუხლი 2. კოლეჯის მისია
საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა: 
მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე.
კოლეჯი მიაწოდებს თავის სტუდენტებს საქართველოს პროფესიული განათლების მიზნებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ პროგრამებს, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას და მისცემს მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად რეალიზების საშუალებას, რაც მათი დასაქმების გარანტია.
 
მუხლი 3. კოლეჯის მიზნები და ამოცანები 
საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია: 
2.1 თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრის მომზადება;
2.2 პროფესიული კარიერის ხელშეწყობა; 
2.3 პროფესიული მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
2.4 კურსდამთავრებულების ხელშეწყობა დასაქმებაში.
 
მიზნების მისაღწევად კოლეჯი: 
2.4 უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით; 
2.5 ზრუნავს პროფესიული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც მუდმივად ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდის შევსებას უახლესი ლიტერატურით;
2.6 პოტენციური დამსაქმებლების მოძიება და მჭიდრო თანამშრომლობა დასაქმების ხელშეწყობისათვის.
 
მუხლი 4. კოლეჯის საქმიანობის სფერო 
4.1  კოლეჯის საქმიანობა მიმართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისაკენ.
4.2 საზოგადოებრივი კოლეჯი პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებს პროფესიული განათლების თითოეული საფეხურისათვის, სათანადო ნებართვის - ავტორიზაციის მოპოვების შემდგომ ახორციელებს პროფესიულ საგანამნათლებლო პროგრამებს, რომელთა წარმატებით ათვისების შემდეგ პროფესიულ სტუდენტზე გასცემს შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიულ დიპლომს. 
4.3 საზოგადოებრივი კოლეჯი იღებს ვალედბულებას სწავლისა და სასწავლო პრაქტიკის დროს თავის ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობისა და  სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.
 
მუხლი 5. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულები 
კოლეჯის სტუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით:
•   კოლეჯის დირექტორი
•   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
•   კანცელარია
•   ბუღალტერია
•   ბიბლიოთეკა
•   ექიმი 
•   პროფესიული მასწავლებლები
•   სხვა დამხმარე პერსონალი
 
5.1 კოლეჯის დირექტორი
საზოგადოებრივ კოლეჯში სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმიანობას წარმართვას დირექტორი. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“, ,,შრომის კანონითა“ და ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
კოლეჯის დირექტორი
•   წარმოადგენს საზოგადოებრივ კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში; 
•   უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; 
•   ხარისხის სამსახურისა და პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
•   პროფესიული პროგრამით განსაზღვრული საგნების ათვისებისა და შესაბამისი კრედიტების დაგროვების შემდეგ პროფესიულ სტუდენტს ანიჭებს კვალიფიკაციას;
•   ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობის განმსაზღვრელ დოკუმენტებს;
•   კოლეჯის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოებრივი კოლეჯის შიდა რეგულაციების გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებას;
•   კურირებს საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს; 
•   უფლებამოსილია გამოაცხადოს მიღება კოლეჯის პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებზე; 
•   უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სათანადო საფუძვლის არსებობისას ჩარიცხოს, შეუჩეროს ან/და შეუწყვიტოს პროფესიულ სტუდენტს პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
•   ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული კოლეჯის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 
 
 
5.2 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის კოლეჯის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კოლეჯის სასწავლო მუშაობას, მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ მონიტორინგს და შეფასებას. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი; 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: 
•   განიხილავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს;
•   კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების  დანერგვას და ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის  პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;
•   ხელმძღვანელობს და ანალიზს უკეთებს სტუდენტთა და თანამშრომელთა გამოკითხვებს; 
•   აკეთებს გარე და შიდა შეფასების ანალიზს და წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს;
•   თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. 
 
5.3 კანცელარია
არის კოლეჯის დამხმარე სტრუქტურული ერთეული. კანცელარიის საქმიანობას წარმართავს საქმეთა მმართველი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ შემუშავებული საქმისწარმოების წესით. საქმეთა მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.
საქმეთა მმართველი
•   აწარმოებს კოლეჯში დასაქმებული პერსონალის პირად საქმეებს; 
•   აწარმოებს სტუდენტთა პირად საქმეებს;
•   აფორმებს ხელშეკრულებებს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და აწარმოებს ხელშეკრულებების სარეგისტრაციო ჟურნალს; 
•   აწარმოებს მასწავლებლებთან შრომითი ხელშკრულებების გაფორმებას და ხელშეკრულებების სარეგისტრაციო ჟურნალს;
•   აწარმოებს პერსონალურ დოკუმენტებს (ცნობებს, ამონაწერებს) და გასცემს მათ; 
•   სათანადო ფორმით აწვდის ინფორმაციას კოლეჯის ადამიანური რესურსის შესახებ დაინტერესებულ უფლებამოსილ უწყებებს; 
•   აწარმოებს შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას (ატარებს შესაბამის ჟურნალებში და ინახავს ასლებს);
•   აწარმოებს ბრძანებების სარეგისტრაციო ჟურნალებს;
•   ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს; 
•   ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე. 
 
5.4 ბუღალტერი
არის საზოგადოებრივი კოლეჯის დამხმარე პერსონალი. თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ბურალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.
ბუღალტერი
•   აწარმოებს   კოლეჯის    ქონების,  მისი  მატერიალურ-ტექნიკური  და  ფინანსური  რესურსების  ბუღალტრულ  აღრიცხვას;
•   აწარმოებს  კოლეჯის  ბალანსს  და  საბუღალტრო  ანგარიშებს;
•   ვალდებულია განახორციელოს მასწავლებელთა და ადმინისტრაციულ თანამშრომელთა ხელფასების და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა;
•   ანხორციელებს წარმოშობილ ანგარიშსწორებას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან და ცალკეულ პირებთან;
•   წარმართავს  მიმდინარე  მუშაობას  სახაზინო  სამსახურთან,  ბანკებთან (რომლებშიც,  კოლეჯს  აქვს  გახსნილი  ანგარიშები)  და  საგადასახადო  სამსახურთან,   აგრეთვე  განათლების  და  მეცნიერების  სამინისტროს  შესაბამის  სამსახურთან;  
•   უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების დადგენილი წესით წარმოებას;
•   ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს;
•   ანგარიშვალდებულია  კოლეჯის დირექტორის  წინაშე  ფინანსური და მატერიალური  რესურსების  დარგში.
 
5.5 ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა არის საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურული ერთეული. ბიბლიოთეკას ემსახურება ბიბლიოთეკარი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი. 
ბიბლიოთეკარი:
•   წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას; 
•   პასუხს აგებს  ბიბლიოთეკის ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის; 
•   ატარებს სათანადო ღონისძიებებს  ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; 
•   უზრუნველყოფს მკითველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, კატალოგებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.
ბიბლიოთეკარის ძირითადი საქმიანობაა:
ა)წიგნების მიღება, დამუშავება და მათი არღიცხვა ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში;
ბ) პერიოდულ გამოცემათა დამუშავება და აღრიცხვა; 
გ) მკითხველისათვის მომსახურეობის გაწევა.
 
5.6  ექიმი
არის კოლეჯის დამხმარე პერსონალი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი. 
•   ექიმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს საზოგადოებრივი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და მასწავლებლებს;
•   ექიმს უფლება აქვს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვეევაში აცნობოს ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს და პაციენტი გადაყვანილ იქნას  შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;
•   ახორციელებს ამ დებულების შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს კოლეჯის წინაშე   სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას.
 
5.7 პროფესიული განათლების მასწავლებელი 
•   პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 
•   IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. 
•   პროგრამის შესაბამისი სპეციალობის ან და გამოცდილების მქონე პროფესიული მასწავლებელი ამავდროულად შეიძლება იყოს პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციაა მონაწილეობა მიიღოს პროფესიული პროგრამის შემუშავებაში.
•   კოლეჯის მასწავლებლისათვს აუცილებელია სათანადოდ დაიცვას: მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; კოლეჯის მიერ შემუშავებული შიდა რეგულაციებით განსაზღვრული მოვალეობები; მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები; უზრუნველყოს დირექტორის ბრძანებების ან უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციების შესრულება. 
•   საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიული მასწავლებლის მიღება წარმოებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და გასაუბრების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ურთიერთშეთანხმებით; აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცემა 
დირექტორის ბრძანება და შესაბამისი სამსახურის მიერ ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
•   მასწავლებლის პირად საქმეში უნდა იდოს:
პირადობის მოწმობის ასლი;
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფოტოსურათი;
CV;
განცხადება;
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შრომითი ხელშეკრულება.
 
5.8 პროფესიული განათლების მასწავლებლის უფლება-მოვალეობები:
•   პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია მუდმივად იზრუნოს პროფესიულ სრულყოფასა და განვითარებაზე;
•   სტუდენტის პროფესიული მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს სტუდენტთა სწავლებას შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად; 
•   ხელს უწყობს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას;
•   მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და ინოვაციური სასწავლო გეგმების შემუშავებაში; 
•   უზრუნველყოფს თეორიული სწავლების მაღალ საგანმანათლებლო დონეზე ჩატარებას;
•   პასუხისმგებელია საზოგადოებრივი კოლეჯის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობაზე; 
•   უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული ინვენტარის მუშა მდგომარეობაში ყოფნას;
•   პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული და სამართლებრივი ზომა, აუდიტორიაში (კლასში, ჯგუფში) სასწავლო პროცესზე კოლეჯის დირექციის ნებართვის გარეშე არ დაუშვას სხვა არაუფლებამოსილი პირი; 
•   აწარმოოს სტუდენტთა დასწრება/მოსწრების ჟურნალი;
•   მიიღოს ყველა გონივრული ზომა სტუდენტის ცოდნისა და მიღწევების სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, სტუდენტის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით; 
•   მზრუნველობით მოეპყროს კოლეჯის ქონებას და მიიღოს ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად; 
•   არ დაუშვას ლექციის გაცდენა/ჩაშლა; 
•   პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება აქვს მოთხოვოს საზოგადოებრივ კოლეჯს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო; 
•   მასწავლებელი ვალდებულია არანაკლებ 1 თვით ადრე კოლეჯი წერილობით გააფრთხილოს მასთან შრომითი ხელშეკრულების შესაძლო მოშლის თაობაზე; მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატივის შემთხვევაში, საზოგადოებრივი კოლეჯის გადაწყვეტილებით მასწავლებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობა გააგრძელოს კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დრომდე ან დაწყებული სასწავლო პროგრამის დასრულებამდე. 
•   მასწავლებელს უფლება აქვს დროულად მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი შრომითი ანაზღაურება.
 
5.9 პროფესიული მასწავლებლის წახალისება
•   კონკრეტული დამსახურებისათვის, რომელიც აღემატება დასაქმებულის ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს და დაკავშირებულია ზედმეტ ძალისხმევასთან; 
•   კონკრეტული დამსახურებისათვის, რომელიც შედის დასაქმებულის სამსახურეობრივ მოვალეობებში, მაგრამ შესრულებულია სანიმუშოდ; 
•   განსაკუთრებული სირთულის მქონე დავალების წარმატებით შესრულებისათვის; 
•   ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი შრომისათვის; 
•   კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება წახალისებისათვის; 
მასწავლებლის მიმართ წახალისების ფორმათ შეიძლება გამოყენებულ იქნეს: 
ა) მადლობის გამოცხადება; 
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება; 
გ) ფულადი პრემია. 
დასაქმებულის წასახალისებლად შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
 
მასწავლებელთა  დისციპლინური პასუხისმგებლობის წესები 
დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: 
ა) სამსახურებრივი მოვალეობების და წინამდებარე შინაგანაწესის მოთხოვნების ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; 
ბ) კოლეჯისათვის მატერიალური ზიანის ბრალეულად მიყენება ან ასეთი ზიანის მიყენების რეალური საშიშროების შექმნა; 
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან კოლეჯის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. 
დ) სამუშაო დროს ინტერნეტის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
ე) პროფესიული გულგრილობა.
ზემოთჩამოთვილი ქმედებების დროს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია გამოსცეს  ბრძანება  მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში და უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა: 
ა) შენიშვნა; 
ბ) საყვედური; 
გ) სამსახურიდან გათავისუფლება; 
ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა.
 
5.10 სხვა დამხმარე პერსონალი
არის საზოგადოებრივი კოლეჯის კომენდანტი და დამლაგებელი. მათ სამსახურში ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი. დირექტორის პრეროგატივაა დამატებით დამხმარე პერსონალის აყვანა, რომლის ფუნქციები გაიწერება შრომით ხელშეკრულებაში. 
დამხმარე პერსონალის ფუნქციაა
ა) საზოგადოებრივ კოლეჯში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა; 
ბ) სამეურნეო საკითხთა ოპერატიულად გადაჭრა; 
გ) სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის საკითხთა მოგვარება;
დ) საზოგადოებრივი კოლეჯის ქონების დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სასწავლო პროცესის დროს წესრიგის უზრუნველყოფა.
 
5.11 ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის წახალისებისა და დისციპლინარული გადაცდომის დროს გამოსაყენებელი ზომები:
ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის წინამდებარე დებულებით განსაზღვრული 
მოვალეობების, აგრეთვე დამატებით ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, კოლეჯის დირექტორი
უფლებამოსილია გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება; 
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება; 
გ) ფულადი პრემია.
 
5.12  ადმინისტრაციის, დამხმარე პერსონალის  დისციპლინური პასუხისმგებლობის წესები 
დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: 
ა) სამსახურებრივი მოვალეობების და წინამდებარე დებულების მოთხოვნების ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; 
ბ) კოლეჯისათვის მატერიალური ზიანის ბრალეულად მიყენება ან ასეთი ზიანის მიყენების რეალური საშიშროების შექმნა; 
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან კოლეჯის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. 
დ) სამუშაო დროს ინტერნეტის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება. 
კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინარული გადაცდომის დროს შემდეგი ფორმები:
ა) შენიშვნა; 
ბ) საყვედური; 
გ) სამსახურიდან გათავისუფლება; 
 
5.13 ადმინისტრაციის და დამხმარე პერსონალის პირადი საქმე მოიცავს:
პირადობის მოწმობის ასლი;
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ფოტოსურათი;
CV;
განცხადება;
შრომითი ხელშეკრულება.
 
მუხლი 6. პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობები
6.1 პროფესიული განათლების მიღებისას პროფესიული სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესით და მოქმედი კანონმდებლობით. 
 
6.2 სტუდენტის უფლებები:
სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი განათლება;
ბ) ჰქონდეს სწავლისათვის შესაფერისი უსაფრთხო გარემო;
გ) მოითხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებულ მოვალეობების შესრულება;
დ) მიიღოს დროული და უტყუარი ინფორმაცია მის კანონიერ ინტერესებთან დაკავშირებულ, მათ შორის სწავლის საფასურის ოდენობის და მისი გადახდის გრაფიკის შესახებ, საკითხებზე;
ე) თავისუფლად და სხვების დაუხმარებლად გამოთქვას საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე;
ვ) იყოს დაცული ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისაგან;
ზ)ისარგებლოს საზოგადოებრივი კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, ინტერნეტით, სასწავლო კურსების სილაბუსებით და სხვა საშუალებებით;
თ) მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს შუალედური და საბოლოო შედეგები;
ი) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია სასწავლო დისციპლინების და გამოცდის ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
კ) პერიოდულად მოახდინოს პროფესიული მასწავლებლის მუშაობის შეფასება სპეციალური კითხვარის მიხედვით;
ლ) ისარგებლოს სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობით კანონმდებლობით და საზოგადოებრივ კოლეჯში დადგენილი წესების შესაბამისად;
მ) ისარგებლოს სასწავლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა უფლებებით.
 
6.3 სტუდენტის მოვალეობები:
სტუდენტი ვალდებულია:
ა) იცნობდეს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს, ეთიკის წესებს, აკადემიურ მოთხოვნებს და სასწავლო ხელშეკრულებასთან ერთად განუხრელად იცავდეს მათ;
ბ) დროულად და შესაბამის საბანკო ანგარიშზე კოლეჯის მიერ დადგენილი გრაფიკით, გადაიხადოს სწავლის საფასური, ასევე სხვა ფინანსური დავალიანება და კოლეჯს დაუყოვნებლივ წარუდგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) პატივისცემით მოექცეს ამხანაგებს, მასწავლებლებს და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა თანამშრომლებს;
დ) გაუფრთხილდეს საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებას, ხოლო მისი ბრალეული ქმედებით დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი;
ე) დაიცვას უსაფრთხოების წესები;
ვ) უმიზეზოდ არ დააგვიანოს და არ გააცდინოს ლექციები;
ზ) შეასრულოს კოლეჯის შინაგანაწესითა თუ კოლეჯის დირექტორის ბრძანებებით სტუდენტის მიმართ გათვალისწინებული ვალდებულებები;
მ) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ნ) შეასრულოს ამ დებულების, სასწავლო ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე სტუდენტის სხვა ვალდებულებები.
6.4 პროფესიული სტუდენტის წახალისება 
საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას წარჩინებული, სანიმუშო სტუდენტების წახალისების შესახებ. წახალისების ფორმით შეიძლება გამოყენებულ იქნას: 
ა) მადლობის გამოცხადება; 
ბ) სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში შექმნილი ნამუშევრით დასაჩუქრება; 
გ) უფასო ექსკურსიის ორგანიზება; 
დ) დასაქმება; 
ე) ფასიანი საჩუქარი.
 
6.5 სტუდენტს ეკრძალება: 
•   ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და საქართველოს კანონმდებლობით უნებართვოდ აკრძალული ნივთების საზოგადოებრივი კოლეჯის ტერიტორიაზე შეტანა და რაიმე ფორმით გამოყენება; 
•   საზოგადოებრივი კოლეჯის ინფორმაციულ სივრცეში ყველა ტიპის კომპიუტერული თამაშები, კოლეჯის ადმინიტრაციასთან შეუთანხმებლად პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ლექციების მიმდინარეობისას მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება;
•   თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი კოლეჯის შენობაში; 
•   საზოგადოებრივი კოლეჯის ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოყვანა.
 
6.6 სტუდენტის მიმართ სანქციები დისციპლინარული გადაცდომის დროს დირექორის ბრძანებით მასზე ამოქმედდება შემდეგი სანქციები:
ა) შენიშვნა; 
ბ) საყვედური; 
გ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. 
 
მუხლი 7. ადმინისტრაციის, პროფესიული მასწავლებლისა და დამხმარე პერსონალის სამუშაო დრო და ანაზღაურება
7.1 ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და დამხმარე პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვრება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10.00 საათიდან 18 საათის ჩათვლით;
7.2 ადმინისტრაცია და დამხმარე პერსონალი უფლებამოსილია დაისვენოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში;
7.3 შვებულების დრო განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.4 ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება რეგულირდება მათსა და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
7.5 პროფესიულ მასწავლებელსა და კოლეჯს შორის შრომის ანაზღაურება რეგულირდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად საათობრივი ანაზღაურების პრინციპით.
 
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები 
წინამდებარე შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადება, შესაძლებელია განხორციელდეს, მხოლოდ დირექტორის მიერ სათანადო ბრძანების გამოცემის გზით.

 
 

ონლაინ რეგისტრატორი

ჩვენ გვყავს 53 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

სასარგებლო ბმულები

Facebook

საინტერესო ინფორმაცია

კოლეჯში შეღავათით სარგებლობენ:

  1. იძულებით გადაადგილებული პირები;
  2. სოციალურად დაუცველი პირები;
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები;
  4. ერთი ოჯახის წევრები.