პროფესიული პროგრამის შეფასების წესი
ტელ: 2-61-42-52
ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი №64

პროფესიული პროგრამის შეფასების წესი

 

 

შ.პ.ს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯიგარანტისსაგანმანათლებლო

პროფესიული პროგრამის შეფასების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამის შეფასების წესი ადგენს პროგრამის შეფასების სისტემის ელემენტებს, შეფასების განხორციელების პროცედურებს და შეფასების შესაძლო შედეგებს.

1.2. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცედურებს ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და შედეგებს წარუდგენს კოლეჯის დირექტორს. შეფასების შედეგები განიხილვის შემდეგ, პროგრამის განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში მტკიცდება მოქმედებათა კონკრეტული გეგმა. 

მუხლი 2. პროგრამის აქტუალურობა

2.1. პროგრამის აქტუალურობა შეიძლება დასაბუთდეს რამოდენიმე ფაქტორით. 

2.2. პროგრამის აქტუალობის დასაბუთების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი ფაქტორები:

ა) პროგრამის შემუშავებისას დამსაქმებელთა, პროფესიული ასოციაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხარისხი;

ბ) არსებული დასკვნები და გამოხმაურებები პროგრამასთან დაკავშირებით;

გ) რამდენად ითავალისწინებს პროგრამა დამსაქმებელთა და პროფესიული ასოციაციების, აგრეთვე პროფესიულ სტუდენტთა და მათი მშობლების მოთხოვნებს.

დ) პროგრამა ფოკუსირებულია ისეთი სფეროზე, სადაც აუცილებელია ცოდნისა და უნარ-ჩვევების პერიოდული განმტკიცება-განახლება;

მუხლი 3. გამოყენებული მასალა, ლიტერატურა და ..

3.1. პროგრამაში გამოყენებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის მიზანს და ამოცანებს;

3.2. პროგრამაში ასახული მასალა უნდა იყოს ახალი და ასახავდეს მოცემულ დარგში დამკვიდრებულ პროფესიულ სტანდარტებს;

3.3. სილაბუსებში მითითებული ლიტერატურა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის ძირითად მასალას - მსმენელისათვის მისაწოდებელ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწავდომი უნდა იყოს დაწესებულების ბიბლიოთეკაში ნაბეჭდი ან ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის სახით ან ვებ-გვერდებზე.

მუხლი 4. სწავლების მეთოდები

4.1. უნდა შეფასდეს, იძლევა თუ არა პროგრამაში მოცემული სწავლების მეთოდები დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას; 

4.2. გამოყენებული უნდა იყოს სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელის აქტიურ მონაწილეობას: დისკუსიას, კონკრეტული შემთხვევების ანალიტიკურ გარჩევებს, სიტუაციურ ამოცანებს, წინასწარ მიცემული დავალების საფუძველზე მომზადებულ სტუდენტთა მოხსენებებს, სიტუაციის იმიტაციას და სხვა;

4.3. მნიშვნელოვანია გამოყენებული სადემონსტრაციო მასალის შეფასება. აუცილებელია, რომ პროგრამა სათანადოდ იყოს ილუსტრირებული. სადემონსტრაციო მასალა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის ძირითად შინაარსს;

4.4. უნდა შეფასდეს პროგრამის განხორიელებისას გამოყენებული სასწავლო ტექნიკური საშუალებების და დამხმარე თვალსაჩინოებების არსებობის საკითხი, რაც სწავლების მეთოდების ადეკვატური უნდა იყოს.

მუხლი 5. ცოდნის შეფასების სისტემა

5.1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განიხილავს, რამდენად ადეკვატურია სტუდენტთა შეფასების მეთოდები. ამასთან უნდა განისაზღვროს, მოიცავს თუ არა კითხვარი ან საგამოცდო საკითხები პროგრამით გათვალისწინებული მასალის ძირითად ნაწილს და იძლევა თუ არა შეფასების მეთოდი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შემოწმების საშუალებას;

5.2. გამოყენებულია თუ არა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასების ადეკვატური მეთოდი, რადგანაც პროფესიული პროგრამის ამოცანებს განეკუთვნება სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. მონაწილეობს თუ არა წარმომადგენელი პრაქტიკის ობიექტიდან პრაქტიკის შედეგების შეფასებაში. 

5.3. შეესაბამება თუ არა სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა დადგენილ წესს. ხომ არ ატარებს სტუდენტთა შეფასება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, არის თუ არა შეფასების სისტემა მრავალკომპონენტიანი. რამდენად დასაბუთებულადაა გადანაწილებული ქულები კომპონენტებს შორის. 

მუხლი 6. პროგრამის ხანგრძლივობა, განხორციელების პირობები.

6.1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოწმდება და ფასდება, თუ რამდენად ადეკვატურია პროგრამის ხანგრძლივობა. ხანგრძლივობის ადეკვატურობა  უნდა შეფასდეს პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების (ლექცია-სემინარები, პრაქტიკული მუშაობა, ტესტირება და სხვა) წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, უნდა განისაზღვროს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საქმიანობა პროგრამით გათვალისწინებული მასალის მოცულობას.

 6.2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ფასდება, რამდენად უწყობს დაწესებულება ხელს დასაქმებულებს, სტუდენტებს, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ ფაქტორებმა გავლენა არ უნდა იქონიოს პროგრამის განხორციელების ხარისხზე.

6.3. თუ პროგრამა ითვალისწინებს საწარმოო პრაქტიკას, რამდენად არსებობს დადებული ხელშეკრულებები პრაქტიკის ობიექტთან, განსაზღვრულია თუ არა მექანიზმები პრაქტიკის ობიექტზე სტუდენტთა შრომის და სწავლის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად. 

მუხლი 7. ადამიანური რესურსების შეფასება

7.1. უნდა განისაზღვროს, დაკავებულია თუ არა პროგამის განხორციელებაში სათანადო მომზადების და კვალიფიკაციის მასწავლებელი, საკმარისია თუ არა მათი რაოდენობა.;

7.2. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო გამოცდილება იმ კონკრეტულ სფეროში, რომელსაც ეხება საგანმანათლებლო პროგრამა; 

7.3. პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტში დაკავებული მასწავლებლები მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა ფლობდნენ აღნიშნულ ჩვევებს.

მუხლი 8. შეფასებისას გამოყენებული წყაროები

8.1. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებისას გამოყენებული ინფორმაცია მოპოვებული უნდა იყოს კანონიერი გზით, უნდა იყოს სანდო და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს მისი პირველი წყაროს გადამოწმება.

8.2. შეფასებისას შესაძლოა გამოყენებული იყოს რესპოდენტთა ანკეტური გამოკითხვები (სასწავლო კურსის შეფასება სტუდენტის მიერ, დანართი 1, სასწავლო პროცესის შეფასება პროფესიული მასწავლებლის მიერ, დანართი 2).

 

ონლაინ რეგისტრატორი

ჩვენ გვყავს 52 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

სასარგებლო ბმულები

Facebook

საინტერესო ინფორმაცია

კოლეჯში შეღავათით სარგებლობენ:

  1. იძულებით გადაადგილებული პირები;
  2. სოციალურად დაუცველი პირები;
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები;
  4. ერთი ოჯახის წევრები.