სასწავლო რეგულაციები
ტელ: 2-61-42-52
ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი №64

სასწავლო რეგულაციები

 

 

შპს  თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გარანტის“

სასწავლო რეგულაციები

 

2014

თბილისი
თავი I. ზოგადი დებულებები
 
 
სასწავლო რეგულაციები არეგულირებს შპს თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,გარანტი“ (შემდგომში საზოგადოებრივი კოლეჯი) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესს, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვებას, შეჩერებასა და შეწყვეტას, მობილობას,  ასევე მიღებული განათლების აღიარების წესებს, არაფორმალური განათლების წესს, მობილობის შედეგად საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ საგნების აღიარებას, აღიარებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობას, სახელშეკრულებო პირობებს.
სასწავლო რეგულაციები ეფუძნება საქართველოს კანონს ,,პროფესიული განათლების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებს.
 
მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სახეები
1.1 საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს III, IV, V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
1.2 კურსის მოცულობა დგინდება კონკრეტული პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით შედგენილ პროფესიული პროგამებით;
1.3 პროფესიული განათლების მიღების შემდეგ - სტუდენტს ენიჭება შესაბამისი საფეხურის დარგის  პროფესიული კვალიფიკაცია;
 
მუხლი 2. სტუდენტის სტატუსის მოპოვება პროფესიულ პროგრამებზე
2.1 პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.
2.2 პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარება. 
2.3 წინა საფეხურის არარსებობისას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას პირი მოიპოვებს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.   
2.4 კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობები, განცხადებების მიღებისა და დასრულების ვადები. ბრძანება ქვეყნდება საჯაროდ, კოლეჯის ვებ-გვერდზე.
2.5 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე.  
2.6 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების მსურველის მიერ განცხადების შევსების შემდეგ, პროფესიულ სტუდენტთა რეესტრზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხდება რეესტრში აპლიკანტის რეგისტრანტად დარეგისტრირება, ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის შემდეგ კი სტუდენტის სტატუსის მინიჭება. 
2.7 პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეცვლის,  შეჩერების და  შეწყვეტის შესახებ ცვლილება აუცილებლად უნდა იქნეს ასახული პროფესიული კოლეჯების მართვის სტუდენტთა რეესტრში.
2.8 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტების ნუსხა:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე; 
დ) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.  
2.9 დირექტორის ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადებში წარმოდგენის საფუძველზე გამოიცემა დირექტორის მიერ სამართლებრივი აქტი ჩარიცხვაზე, აბიტურიენტთან (არასრულწლოვანის შემთხვევაში, კანონიერ მშობლთან, ან მეურვესთან) ფორმდება ხელშეკრულება და მონაცემები შეიყვანება ერთიან სტუდენტურ ბაზაში. 
2.10 ხელშეკრულება სტუდენტსა და კოლეჯს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში.
 
მუხლი 3. სტუდენტის სასწავლო ხელშეკრულება 
3.1სტუდენტის სასწავლო ხელშეკრულება მოიცავს:
ა) ხელშეკრულების მხარეებს (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში სავალდებულოა კანონიერი მშობლის, ან მეურვის დასტური);
ბ) მხარეთა რეკვიზიტებს;
გ) სწავლის საფასურს;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ე) მხარეთა ხელმოწერას.
 
მუხლი 4. სასწავლო პროცესის ორგანიზება
4.1 საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლა იწყება კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად;
4.2 პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.
 
მუხლი 5. სასწავლო პროცესის ფორმა   
5.1 სწავლება წარიმართება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ფორმით, რომელიც მითითებულია შესაბამის პროგრამასა და სილაბუსებში:
• ლექცია/სამუშაო ჯგუფში მუშაობა
• პრაქტიკული მეცადინეობა
• დამოუკიდებელი მეცადინეობა
• სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა
• შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩაბარება.
 
მუხლი 6. სტუდენტის სტატუსის შეჩერება პროფესიულ პროგრამებზე:
6.1 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება:
ა) პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მიმართოს საზოგადოებრივ კოლეჯს  განცხადებით, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და სტუდენტის სხვა უფლება-მოვალეობებისგან განთავისუფლების თაობაზე არაუმეტეს 1 სასწავლო წლისა;
ბ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
• პირადი განცხადება;
• ავადმყოფობა;
• უცხო ქვეყანაში სწავლა;
• ოჯახური მდგომარეობა;
• სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
• ფინანსური დავალიანება (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში);
• მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
6.2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით კანონმდებლობის შესაბამისად. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება საზოგადოებრივი კოლეჯის საერთო რაოდენობის ფარგლებში
 
6.3 პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა:
ა) პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია თუკი აღმოფხვრილი იქნება ის გარემოებები რაც გახდა პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
ბ) სტუდენტის სტატუსის აღდგენა, იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას. 
გ) იმ შემთხვევაში, თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის შეჩერებამდე გაუქმებულია, ან შეცვლილია მისთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის, სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამით ან გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
დ) პროფესიული სტუდენტის აღდგენაზე იწერება კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;
6.4 სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან,  საიდანაც შეუჩერდა სტატუსი. 
 
მუხლი 7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
7.1 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
• პირადი განცხადება;
• სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა;
• პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სასწავლო პროცესში დაუბრუნებლობა; 
7.2 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ფორმდება დირექტორის ბრძანებით;
7.3 სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით კანონმდებლობის შესაბამისად.
 
მუხლი 8. პროფესიულ  სტუდენტთა მობილობა
საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ადგილების თავისუფალი რაოდენობის ფარგლებში, პროფესიულ პროგრამების თითოეული საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამისათვის მობილობით სტუდენტების მიღებისათვის გათვალისწინებულ ადგილებს.
8.1 მობილობის პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა იმ პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ჩაირიცხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ამა თუ იმ ავტორიზირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
8.2 დასაშვებია შიდა მობილობით კოლეჯის სტუდენტებისათვის სპეციალობიდან-სპეციალობაზე გადასვლა სწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში;
8.3 იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მოცულობა არის ერთ სემესტრზე მეტი, სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველმა კოლეჯში სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სასწავლო ბარათის ბეჭდით დამოწმებული ასლი. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ადგენს სტუდენტის მიერ გავლილი საგნების შესაბამისობას კოლეჯის სასწავლო პროგრამასთან, ახდენს შესაბამისი კრედიტების აღიარებას. სტუდენტისათვის შეთავაზებული პირობები წინასწარ ეცნობება კონკურსანტს.
8.4 იმ შემთხევაში, თუ პროგრამის მოცულობა არის ერთსემესტრიანი და პროფესიულ სტუდენტს ამ პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივ აქვს დისციპლინები ათვისებული, კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ადგენს მობილობის მსურველი სტუდენტის შესაბამისობას კოლეჯში მოქმედ პროგრამასთან, აცნობს მას ასათვისებელ დისციპლინების ნუსხას, რის შემდეგაც დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სტუდენტის კოლეჯში ჩარიცხვის თაობაზე;
8.5 მობილობის ფარგლებში სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მსურველი სტუდენტი განცხადებით მიმართავს საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს შესაბამისი საბუთების ასლის მოთხოვნით, როგორც სხვა პროფესიულ სასწავლებელში გადასვლის მსურველი.
8.6  მობილობის მსურველი მოიპოვებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხვის უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.7 პროფესიული სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, ვალდებულია კოლეჯს წარუდგინოს მისი პირადი საქმე:
• სასწავლო ბარათის ასლი (დამოწმებული გამომშვები დაწესებულების ბეჭდით) თუ პროგრამა ერთ სემესტრზე მეტ ხნიანია;
• პირადი განცხადება;
• ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით №9/ნ (03.02.2011) ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წარმოსადგენი დოკუმენტაცია.    
 
მუხლი 9. მობილობის უფლების შეზღუდვა:
• შიდა მობილობა პროფესიულ პროგრამაზე  ჩარიცხვიდან ერთი თვის შემდეგ; 
• III საფეხურიდან  IV  საფეხურზე მობილობა;
• IV საფეხურიდან V საფეხურზე მობილობა( თუ პროგრამას აქვს IV საფეხური);
 
მუხლი 10.  მობილობისათვის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების შესაბამისობა 
10.1 საზოგადოებრივი კოლეჯი ახდენს მობილობის მსურველის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას და მობილობის მსურველის თანხმობის შემთხვევაში, განსაზღრავს, ასათვისებელი კრედიტების რაოდენობას;
10.2 მობილობის დროს კოლეჯი ახდენს მობილობის მსურველის მიერ წინა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული კრედიტების აღიარებას, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შესაბამისი სასწავლო დისციპლინების სწავლის შედეგების შესაბამისობა კოლეჯის პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
10.3 აღიარებას ექვემდებარება III-V საფეხურის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები და სტანდარტების მოდიფიცირებამდე I და II საფეხურზე სტანდარტით  გათვალისწინებული შედეგის შესაბამისი კრედიტები.
10.4 აღიარებას ექვემდებარება პროფესიული დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განხორციელდა ჩარიცხვა და სწავლება;
10.5 კრედიტების აღიარებისათვის მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, მის მიერ გავლილი კრედიტების თაობაზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გავლილი სასწავლო დისციპლინების სილაბუსები.
10.6 აღიარება ფორმდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.
 
მუხლი 11. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები
11.1საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება. ასეთ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სტუდენტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ათვისება მილევად რეჟიმში და შემდეგ მოახდინოს მისი შეცვლა ან გაუქმება შესაბამისი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით.
11.2  თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს გასაუქმებელი ან შესაცვლელი საგანმანათლებლო პროგრამის მონათესავე პროფესია, კოლეჯი ახდენს მის შეთავაზებას განსხვავებული დისციპლინების სწავლის საფასურისგან განთავისუფლების პირობით;
11.3 იმ შემთხვევაში, თუ ზემოთხსენებული გარემოებები არ არსებობს, დაწესებულება იღებს ვალდებულებას მოიძიოს და ითანამშრომლოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ახორციელებს იგივე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, აღნიშნულის შესახებ მიაწვდის პროფესიულ სტუდენტს დეტალურ ინფორმაციას და დაეხმაროს მობილობის პროცესის განხორციელებაში.
 
მუხლი 12. არაფორმალური პროფესიული განათლება 
12.1 არაფორმალურ პროფესიულ განათლებად მიიჩნევა – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად, არაფორმალურ გარემოში. 
12.2. არაფორმალური განათლება და მისი აღიარება ემყარება ნებაყოფლობითობის, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს და მიმართულია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისაკენ. 
12.3 არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული წესის და ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად. 
 
მუხლი 13. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების ზოგადი პირობები 
13.1.არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება III საფეხურებზე დაიშვება ყველა პროფესიისათვის.
13.2 კოლეჯი უფლებამოსილია პირის მიერ სათანადო განცხადების საფუძველზე მოახდინოს მის მიერ არაფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნის/პრაქტიკული-უნარ-ჩვევების შეფასება. 
13.3 არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
ა) განმცხადებლის სახელსა და გვარს; 
ბ) დაბადების თარიღს; 
გ) პირად ნომერს; 
დ) საკონტაქტო ინფორმაციას; 
ე) არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლების დეტალურ აღწერას; 
ვ) მოთხოვნას არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შესახებ 
ზ) განმცხადებლის პირად ხელმოწერასა და თარიღს; 
თ) მითითებას თანდართული დოკუმენტაციის შესახებ.
13.4 თუკი განმცხადებელი არასრულწლოვანია, მაშინ განცხადებას მის ნაცვლად ადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. განცხადებაში წინამდებარე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა დამატებით მიეთითება ინფორმაცია, კანონიერი წარმომადგენლის შესახებ.  
13.5 არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე განცხადებას თან უნდა ახლდეს: 
ა) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (თუკი განმცხადებელი არასრულწლოვანია, მაშინ დამატებით მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამდასტრურებელი დოკუმენტის ქსეროასლი); 
ბ) პროფესიული სტანდარტის შესაბამისად სრული ზოგადი განათლების ან საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
გ) არაფორმალური გარემოში მიღებული განათლების რაიმე სახით დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი, მოწმობა და ა.შ.) ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
დ) III საფეხურის პროფესიული განათლების შესატყვისი არაფორმალური განათლების აღიარების შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდებზე, უნარების ტესტის მინიმალური კომპეტენციების გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
13.6 არაფორმალური პროფესიული განათლების ამღიარებელი კომისია იქმნება საზოგადოებრივი კოლეჯის  დირექტორის ბრძანებით. 
13.7 არაფორმალური პროფესიული განათლების ამღიარებელი კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 
13.8 არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის სხდომაზე, მდივანი ქმნის კრების ოქმს, სადაც დეტალურად აისახება განსახილველი საკითხის შესახებ ინფორმაცია, გამოთქმული მოსაზრებები და ა.შ. ოქმი დგება კომისიის სხდომის ჩატარების დღესვე და ხელის მოსაწერად წარედგინება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს. 
13.9 არაფორმალურ გარემოში პირის მიერ მიღებული ცოდნის ცალკეული კომპონენტები უნდა შეფასდეს პროფესიული განათლების კრედიტებით გაანგარიშების წესით გათვალისწინებული შეფასების სისტემით. 
13.10 თითოეული კომპონენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასების სისტემით გათვალისწინებულია 5 სახის დადებითი და 2 სახის უარყოფითი შეფასება. 
13.11 დადებითი შეფასებებია: 
ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი; 
ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%; 
გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%; 
დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%; 
ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%; 
13.12 უარყოფითი შეფასებებია 
ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, 
ბ) (F) ჩაიჭრა მაქსიმალური შეფასების 0-40% 
13.13 არაფორმალური პროგრამის კომპონენტი აღიარებულად ჩაითვლება შესაბამის კომპონენტში ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღწევის შედეგად. 
13.14 „FX“ შეფასების მიღების შემთხვევაში არაფორმალური განათლების აღიარების მსურველს ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; 
13.15 ,,F“ შეფასების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომპონენტი არაფორმალური განათლების აღიარების მსურველს არ უღიარდება. 
13.16 არაფორმალური განათლების ამღიარებელი კომისიის მიერ მიღებული და რეგისტრირებული კრების ოქმი გადაეცემა კოლეჯის დირექტორს.
13.17 გადაწყვეტილება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით, სადაც დანართის სახით მიეთითება: 
- საზოგადოებრივი კოლეჯის სახელწოდება; 
- განმცხადებლის ვინაობა; 
- გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი; 
- არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – მიეთითება პროფესიული განათლების კონკერტული საფეხურის ან მისი ნაწილის შესახებ, რომელსაც შეესაბამება განმცხადებლის მიერ არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა; 
- არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში – მიეთითება შესაბამის დასაბუთება, რაც გახდა უარის თქმის საფუძველი; 
- არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის თითოეული კომპონენტების შეფასებებს; 
- გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას. 
გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა მხარეს, აღიარებული პროფესიული განათლების 
 
13.18 არაფორმალური განათლების აღიარება/არაღიარების თაობაზე დირექტორის გადაწყვეტილება წარედგინება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით.
13.19 არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურის განხორციელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. საიდანაც 10 (ათი) კალენდარული დღე ეთმობა არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე კოლეჯი შიდა სამართლებრივი აქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზს, ხოლო 20 (ოცი) დღე დაინტერესებული პირის მიერ არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლების თითოეული კომპონენტის დადგენას, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
 
მუხლი 14. განცხადება არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე 
14.1 კოლეჯი უფლებამოსილია პირის მიერ სათანადო განცხადების საფუძველზე მოახდინოს მის მიერ არაფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნის/პრაქტიკული-უნარ-ჩვევების შეფასება. 
14.2 არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
- განმცხადებლის სახელსა და გვარს; 
- დაბადების თარიღს; 
- პირად ნომერს; 
- საკონტაქტო ინფორმაციას; 
- არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლების დეტალურ აღწერას; 
- მოთხოვნას არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შესახებ 
- განმცხადებლის პირად ხელმოწერასა და თარიღს; 
- მითითებას თანდართული დოკუმენტაციის შესახებ.
14.3 თუკი განმცხადებელი არასრულწლოვანია, მაშინ განცხადებას მის ნაცვლად ადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. განცხადებაში  მითითებული ინფორმაციის გარდა დამატებით მიეთითება ინფორმაცია, კანონიერი წარმომადგენლის შესახებ. 
14.4 არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე განცხადებას თან უნდა ახლდეს: 
- განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (თუკი განმცხადებელი არასრულწლოვანია, მაშინ დამატებით მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამდასტრურებელი დოკუმენტის ქსეროასლი);
 
მუხლი 15. არაფორმალური განათლების ამღიარებელი კომისია და მის მიერ განხორციელებული არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურები 
15.1 საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი უნარჩვევების აღიარების მიზნით ქმნის არაფორმალური განათლების ამღიარებელ კომისიას. 
15.2 არაფორმალური პროფესიული განათლების ამღიარებელი კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის საკითხის განხილვა/გადაწყვეტის ვადით. 
15.3 არაფორმალური პროფესიული განათლების ამღიარებელი კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 
15.4  არაფორმალური განათლების ამღიარებელი კომისია შედგება შემდეგი წევრებისაგან: 
ა)დამსაქმებელთა წარმომადგენელი; 
ბ)საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი (დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი); 
გ)შესაბამისი დარგის პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები (აღნიშნული პირები არ უნდა წარმოადგენდნენ დაწესებულების თანამშრომლებს);
დ) დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
15.5 არაფორმალური განათლების ამღიარებელი კომისია ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: 
- დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზს, როგორც საზოგადოებრივი კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მოქმედი კანონმდებლობასთან შესატყვისობის აღმოსაჩენად; 
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ატარებს გამოცდას დაინტერესებული პირის მიერ არაფორმალურ გარემოში მიღებული პროფესიული განათლების შესაბამის პროფესიულ სტანადარტთან და კოლეჯის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ცოდნასთან, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ღირებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 
15.6 არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის სხდომაზე, მდივანი ქმნის კრების ოქმს, სადაც დეტალურად აისახება განსახილველი საკითხის შესახებ ინფორმაცია, გამოთქმული მოსაზრებები და ა.შ. ოქმი დგება კომისიის სხდომის ჩატარების დღესვე და ხელის მოსაწერად წარედგინება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს. ხელმოწერილი ოქმი რეგისტრაციაში გასატარებლად გადაეცემა საქმეთა მმართველს.
 
მუხლი 16. არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის თითოეული კომპონენტის შეფასების წესი
16.1 არაფორმალურ გარემოში პირის მიერ მიღებული ცოდნის ცალკეული კომპონენტები უნდა შეფასდეს პროფესიული განათლების კრედიტებით გაანგარიშების წესით გათვალისწინებული შეფასების სისტემით. 
16.2 თითოეული კომპონენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასების სისტემით გათვალისწინებულია 5 სახის დადებითი და 2 სახის უარყოფითი შეფასება. 
16.3. დადებითი შეფასებებია: 
ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი; 
ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%; 
გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%; 
დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%; 
ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%; 
16.4 უარყოფითი შეფასებებია 
ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, 
ბ) (F) ჩაიჭრა მაქსიმალური შეფასების 0-40% 
16.5. არაფორმალური პროგრამის კომპონენტი აღიარებულად ჩაითვლება შესაბამის კომპონენტში ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღწევის შედეგად. 
16.6 „FX“ შეფასების მიღების შემთხვევაში არაფორმალური განათლების აღიარების მსურველს ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; 
16.7 ,,F“ შეფასების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომპონენტი არაფორმალური განათლების აღიარების მსურველს არ უღიარდება. 
 
მუხლი 17. არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება 
17.1 არაფორმალური განათლების ამღიარებელი კომისიის მიერ მიღებული და რეგისტრირებული კრების ოქმი გადაეცემა საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის. 
17.2 გადაწყვეტილება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით, სადაც დანართის სახით მიეთითება: 
- კოლეჯის სრული საფირმო სახელწოდება; 
- განმცხადებლის ვინაობა; 
- გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი; 
- არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – მიეთითება პროფესიული განათლების კონკერტული საფეხურის ან მისი ნაწილის შესახებ, რომელსაც შეესაბამება განმცხადებლის მიერ არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა; 
- არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში – მიეთითება შესაბამის დასაბუთება, რაც გახდა უარის თქმის საფუძველი; 
- არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის თითოეული კომპონენტების შეფასებებს; 
- გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას. 
გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა მხარეს, აღიარებული პროფესიული განათლების 
 
17.3 არაფორმალური განათლების აღიარება/არაღიარების თაობაზე დირექტორის გადაწყვეტილება წარედგინება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით.
 
მუხლი 18. არაფორმალური განათლების აღიარების ვადები 
18.1 არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურის განხორციელების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. საიდანაც 10 (ათი) კალენდარული დღე ეთმობა არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზს, ხოლო 20 (ოცი) დღე დაინტერესებული პირის მიერ არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლების თითოეული კომპონენტის დადგენას, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებას. 
18.2 იმ შემთხვევაში, თუ არაფორმალური განათლების აღიარების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას კოლეჯში შეტანის შემდეგ დაუდგინდა ხარვეზი, მაშინ დრო ხარვეზის დადგენიდან, მის აღმოფხვრამდე არ ჩაითვლება არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურის საერთო ვადაში. 
 
მუხლი 19. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება 
1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, 
2. პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა უშვებს: 
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას: 
ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი; 
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%; 
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%; 
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%; 
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%; 
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას: 
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; 
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. 
3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. 
4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს: 
ა) შუალედურ შეფასებებს; 
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას. 
5. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
6. შეფასების კრიტერიუმები, შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების სისტემა შედგენილი და კურსის სილაბუსში წარმოდგენილია  საგნის მასწავლებლის მიერ.
 
 
მუხლი 20. გამოცდის ჩატარების წესები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის
20.1 დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულისა.
20.2 სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:
ა) დანიშნულ გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა;
ბ) გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;
გ) გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების (ე.წ. ”შპარგალკა”) გამოყენება;
დ) გამოცდის ჩაშლის მცდელობის ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო აუდიტორიიდან გამოძევება;
ე) გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 41%-ზე ნაკლების მიღება.
20.3 დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება ან გამოცდაზე უარის თქმა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითებითა და დასაბუთებით;
20.4 გამოცდის განმეორებით ჩაბარების პირობები:
ა) 41-დან 51 ქულამდე სემესტრული შეფასების პირობებში სტუდენტს იმავე სემესტრში კიდევ ერთხელ ეძლევა დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე; 
ბ) თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი; 
გ) სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დასკვნითი გამოცდიდან 10 დღის შემდეგ; 
დ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია;
 
მუხლი 21. კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა
21.1 პროფესიული განათლების თითოეული საფეხურისათვის სტანდარტითა და კოლეჯის პროგრამით დადგენილი კრედიტების დაგროვების შემდეგ საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის  გადაწყვეტილებით სტუდენტს ენიჭება შესაბამისი საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია;
21.2 ზემოაღნიშნულის შემდეგ პროფესიულ სტუდენტზე გაიცემა შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი; 
21.3 გასაცემი დიპლომის ფორმა შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N126/ნ (22.07.2011).
 
მუხლი 22. დასკვნითი დებულებები 
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადება, შესაძლებელია განხორციელდეს, მხოლოდ დირექტორის მიერ სათანადო ბრძანების გამოცემის გზით.
 

ონლაინ რეგისტრატორი

ჩვენ გვყავს 43 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

სასარგებლო ბმულები

Facebook

საინტერესო ინფორმაცია

კოლეჯში შეღავათით სარგებლობენ:

  1. იძულებით გადაადგილებული პირები;
  2. სოციალურად დაუცველი პირები;
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები;
  4. ერთი ოჯახის წევრები.