უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი
ტელ: 2-61-42-52
ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი №64

უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი

შპს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი “გარანტის” 

უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი

 

 
1.ზოგადი დებულებანი
1.1. შპს  თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი “გარანტის” (შემდგომში-კოლეჯი) უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი, განსაზღვრავს და არეგულირებს კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურებს.
 
2. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმები
2.1. კოლეჯი კომენდანტის მეშვეობით უზრუნველყოფს:
ა) კოლეჯის კუთვნილი ქონების დაცვას;
ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენას კოლეჯის შენობა-ნაგებობაში და მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის, რომელიც საჭიროებს აღნიშნულ დახმარებას;
დ) კოლეჯის შენობა-ნაგებობაში უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დახმარებას გადაადგილების დროს (ასეთების არსებობის შემთხვევაში).
 
3. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
3.1. კოლეჯში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, რომლის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება;
3.2. კოლეჯი აღჭურვილია  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით;
3.3. აკრძალულია კოლეჯის შენობაში ადვილადაალებადი, ფეთქებადი და მხუთავი აირების შემცველი ნივთიერებების შეტანა; 
3.4. ევაკუაციის ნიშანის შემთხვევაში  ადგილზე მყოფი კოლეჯის თანამშრომლები იკავებენ მდგომარეობას უახლოეს გასასვლელებთან და მეთვალყურეობენ ევაკუაციის მიმდინარეობას.
3.5. საგანგებო ვითარების დროს, საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის ადმინისტრაცია ან კომენდანტი უკავშირდება შესაბამის უწყებებს (სასწარაფო, სახანძრო, პატრული და ა.შ).
 
მუხლი 4. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა
4.1. კოლეჯში ფუნქციონირებს პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების ოთახი, რომელსაც ხელმძღვანელობს ექიმი.
4.2. ისეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროებისას, რომლის კომპეტენცია არ აქვს ექიმს,  გამოძახებული იქნება სასწარაფო დახმარება.
4.3. კოლეჯი იღებს ვალდებულებას მედიკამენტების ვარგისიანობაზე, ამისათვის, ექიმის მიერ მოხდება არსებული და შესაძენი მედიკამენტების ვადის გადამოწმება და   შემდეგ მათი გამოყენება.
 
მუხლი 5. ექიმი
5.1 ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს  კოლეჯის დირექტორი;
5.2. ექიმის უფლებები და მოვალეობები:
•   ახორციელებს კოლეჯის შინაგანაწესის და ამ წესის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს კოლეჯის წინაშე   სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;
•   ხელმძღვანელობს კოლეჯის სამედიცინო, ჰიგიენურ-სანიტარული  პროცესის დაცვას;
5.3. ექიმი ვალდებულია
•   იცოდეს  კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა (მათ შორის შეზღუდულ შესაძლელოებების მქონე სტუდენტების) და თანამშრომელთა რაოდენობა;
•   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირველადი მრავალპროფილური სამედიცინო დახმარება გაუწიოს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და მასწავლებლებს;
•   ექიმს უფლება აქვს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვეევაში აცნობოს ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს და პაციენტი გადაყვანილ იქნას  შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;
•   განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, აღრიცხოს და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს ავადმყოფი  სტუდენტები (დიაბეტი, ეპილეფსია, დაქვეითებული მხედველობა, უნარშეზღუდული და .აშ.), იზრუნოს კოლეჯის სამედიცინო  მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის.
 
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
6.1. კოლეჯს აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ქმედება პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად, რაც ამ წესით არ არის განსაზღვრული, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და დამდგარ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომლის გამოც საჭირო გახდება ასეთი წესების გამოყენება.
 
მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
7.1. ამ წესს ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.
7.2. ამ წესსში ცვლილებების და/ან დამატებების შეტან ხდება კოლეჯის დირექტორის
ბრძანებით.

ონლაინ რეგისტრატორი

ჩვენ გვყავს 51 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

სასარგებლო ბმულები

Facebook

საინტერესო ინფორმაცია

კოლეჯში შეღავათით სარგებლობენ:

  1. იძულებით გადაადგილებული პირები;
  2. სოციალურად დაუცველი პირები;
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები;
  4. ერთი ოჯახის წევრები.