ბიბლიოთეკა
ტელ: 2-61-42-52
ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი №64

ბიბლიოთეკა

 
შპს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის ”გარანტი” 
ბიბლიოთეკის დებულება და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი
 
 
1. ზოგადი დებულებანი 
1.1. შპს თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი “გარანტის” (შემდეგში კოლეჯი) ბიბლიოთეკა არის სასწავლო ბიბლიოთეკა, რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული მასწავლებლებისათვის.
1.2. კოლეჯის ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონით, კოლეჯის შინაგანაწესით და ბიბლიოთეკის დებულებითა და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესით.
1.3. კოლეჯის ბიბლიოთეკის ადგილსამყოფელია:   ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N64
1.4. ბიბლიოთეკის სამუშაო დღეებია:  ორშაბათი - პარასკევი, 10.00:18.00
 
2. ბიბლიოთეკის ძირითადი  ამოცანა და ფუნქციები
2.1. ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესების ხელშეწყობა. 
2.2. ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციებია: 
ა) საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება და სისტემატური შევსება სასწავლო და კულტურული ღირებულების მქონე ქართული და უცხოური გამოცემებით; მათი დაცვა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 
ბ) ელექტრონული კატალოგების შექმნა, საქართველოში მოქმედი ბიბლიოთეკების  საბიბლიოთეკო ფონდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 
გ) საბიბლიოთეკო დარგში ინოვაციური პროცესების მართვის ხელშეწყობა; 
დ) ზრუნვა საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
 
3. ბიბლიოთეკის პერსონალი
3.1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს  ბიბლიოთეკარი, რომელსაც ნიშნავს კოლეჯის დირექტორი.
3.2. ბიბლიოთეკარი:
ა) წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას; 
ბ) პასუხს აგებს  ბიბლიოთეკის ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის; 
გ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს  ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; 
დ) უზრუნველყოფს მკითველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით, კატალოგებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით. 
3.3. ბიბლიოთეკარის  ძირითადი საქმიანობაა:
ა)წიგნების მიღება, დამუშავება და მათი არღიცხვა ელექტრონულ/ქაღალდის კატალოგებში;
ბ) პერიოდულ გამოცემათა დამუშავება და აღრიცხვა.
 
4. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი 
4.1. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება 
ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის პროფესიულმა სტუდენტმა და პროფსიულმა მასწავლებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
 
4.2 მკითხველი ვალდებულია
•  წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ბიბლიოთეკაში შემოსვლისას; 
•  დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევის და ჰიგიენური ნორმები; 
•  დაათვალიეროს ლიტერატურა მიღებისას და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს მომსახურე ბიბლიოთეკარს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პასუხს აგებს დაზიანებულ მასალაზე; 
•  გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის ქონებას.
არ შეიძლება
•  მინაწერის გაკეთება ბიბლიოთეკის ეგზემპლარზე, ფურცლის ჩაკეცვა და სხვა სახის დაზიანება; 
•  შენობაში თამბაქოს მოწევა; 
•  ბარათების ამოღება კატალოგებიდან; 
•  წიგნის გატანა სამკითხველო დარბაზიდან ბიბლიოთეკარის ნებართვის გარეშე; 
•  სამკითხველო დარბაზში მობილური ტელეფონით სარგებლობა.
 
5. დასკვნითი დებულებანი
5.1. ბიბლიოთეკის დებულებას და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.
5.2. ბიბლიოთეკის დებულებასა და ბიბლიოთეკის სარგებლობით წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კოლეჯის  დირექტორის ბრძანებით.

ონლაინ რეგისტრატორი

ჩვენ გვყავს 60 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

სასარგებლო ბმულები

Facebook

საინტერესო ინფორმაცია

კოლეჯში შეღავათით სარგებლობენ:

  1. იძულებით გადაადგილებული პირები;
  2. სოციალურად დაუცველი პირები;
  3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები;
  4. ერთი ოჯახის წევრები.